კაილი ჯენერი

იცის თუ არა სახის დაბანა კოსმეტიკის ბრენდის მფლობელმა, მილიარდერმა კაილი ჯენერმა

0 კომენტარი

კაილი ჯენერი, რომელიც კარდაშიან-ჯენერების ოჯახის წევრია და 21 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალი გახდა, კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. 

კაილი ჯენერმა ქონების დიდი ნაწილი კოსმეტიკის გაყიდვით დააგროვა. ის Kylie Cosmeticsიის მფლობელია და სახის კანის მოვლის, ასევე მაკიაჟის საშუალებებს ყიდის. 

29 მაისს ჯენერმა ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც რეკლამას სახის დასაბან საშუალებას უწევს და ამისთვის მას თავად იყენებს. 

თუმცა: 

მას სახეზე სნეპჩეთის ფილტრი ადევს.

ასევე, სახის დასაბან საშუალებას, რომელიც სახეზე, სულ მცირე, 30 წამის განმავლობაში უნდა გაიჩერო და თითების ნელი მოძრაობით კანში შეიზილო, წასმისთანავე წყლით იშორებს. 

სახის გაშრობის დროს კი ჩანს, რომ პირსახოცზე მაკიაჟის კვალი რჩება. 

ტვიტერის მომხმარებლები ჯენერის ამ ვიდეოს შესახებ წერენ: 

"სახეს 2 წამის განმავლობაში იბანდი. ფილტრს იყენებ. პირსახოცზე მაკიაჟის კვალი მაინც დარჩა. ისწავლე, როგორ უნდა დაიბანო სახე, ასე ძნელია? ეს ელემენტარული ჰიგიენაა". 

"20 წამიანი დაბანა და არავითარი ექსფოლიაცია​ = სახეზე შერჩენილი მაკიაჟი და ჭუჭყი"

21 წლის კაილი ჯენერი 1 მილიარდ ამერიკული დოლარზე მეტის მფლობელია და ფორბსის შეფასებით, ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი ქალი გახდა, რომელმაც თავისი შრომით მილიარდი იშოვა.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები