Rocketman

რუსეთში ელტონ ჯონის შესახებ გადაღებული ფილმიდან "Rocketman" გეი სცენები ამოჭრეს

რუსეთში ელტონ ჯონის შესახებ გადაღებული ფილმიდან "Rocketman" გეი სცენები ამოჭრეს

ინფორმაცია ტელეარხმა "დოჟდ" გაავრცელა. 

არხის ცნობით, მათი ჟურნალისტები რუსეთში ფილმის პრემიერას დაესწრნენ, ასევე ინფორმაცია კინოკრიტიკოსმა იგორ მოსკვეტინმა დაადასტურა, რომელმაც ფილმის ორიგინალური ვერსია კანის კინოფესტივალზე ნახა. 

ფილმიდან ამოჭრილია კაცების კოცნის და გეი სექსის ყველა სცენა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული ფრაგმენტები. 

კონკრეტულად, მოსკოვის კინოში არ აჩვენეს ელტონ ჯონის და მისი მენეჯერის, ჯონ რაიდის შიშველი სცენები (მათ როლებს ტარონ ეგერტონი და რიჩარდ მედენი თამაშობენ), ასევე გაქრობის მუქარაზე, რომლის პიკანტურ ვერსიაზეც The Guardian წერდა.

კომენტარები