რუსეთი

რუს დეპუტატს კომპიუტერული თამაშის Minecraft აკრძალვა სურს

The Verge/YouTube

23 მაისს რუსეთის კრასნოიარსკის ანსამბლეის დეპუტატის ვლადიმირ რეინგარდტის თქმით, ერთერთი ყველაზე ცნობილი კომპიუტერული სამშენებლო ვიდეოთამაში Minecraft უნდა აიკრძალოს.

დეპუტატის თქმით, ის ბავშვთა ბიბლიოთეკას ესტუმრა, სადაც თავიანთ სმარტფონებში Minecraft-ის მოთამაშე ბავშვები იხილა.

"უნდა ავკრძალოთ ეს თამაში, ეს ვებგვერდები. შემდეგ აღარ გვექნება ეს ჰიპერაქტიურობა. ეს თამაში, Minecraft, რას უწევს პროპაგანდას? პასუხი მარტივია - ძალადობა. სწორედ ამის გამოა ამდენი ჰიპერაქტიურობა." - აღნიშნა მან.

მისი ამ განცხადების შემდეგ მოსახლეობის ნაწილმა პეტიციით მოითხოვა, რომ მას თანამდებობა დაეტოვებინა, რადგან, მათი თქმით, სურთ, რომ "გონიერმა ადამიანებმა" მართონ ქვეყანა. ამ დროისთვის პეტიციას 23 000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი.

პეტიციას რეინგარდტის გუნდის წევრი ტატიანა რომაშევსკაია გამოეხმაურა - "რა ტიპის პეტიცია უნდა იყოს ეს? ამაზე ხელმომწერები თხუთმეტი წლისები ხართ? იმიტომ, რომ მათ მშობლები საპირისპიროს აკეთებენ, ჩვენ გვიხმობენ... ისინი ამბობენ, რომ როგორც იქნა, ვიღაც ამას აქცევს ყურადღებას, ეს იმსახურებს ჩვენ ყურადღებას, ჩვენ რაიმენაირად უნდა შევებრძოლოთ ამას".

კრასნოიარსკის ოლქის ანსამბლეის პრესმდივანმა ვლადიმიერ კორსეტსკიმ თქვა, რომ რეინგარდტს შესაძლოა არა Minecraft-ის, არამედ World of Warcraft-ის აკრძალვა სურდა. აღსანიშნავია, რომ Warcraft-ის თამაში სმარტფონებზე არ რის გათვლილი.

Minecraft ერთერთი ყველაზე ცნობილი კომპიუტერული თამაშია, რომელიც შვედმა პროგრამისტმა მარკუს პერსონმა შექმნა და 2011 წელს ოფიციალურად გამოვიდა. ამ თამაშში ყველაფერი 3D ბლოკებისგან არის აწყობილი, მოთამაშე კი ამ ბლოკებით თამაშობს. თამაშს არ აქვს რაიმე წესი, რადგან მოთამაშეს თავისი სურვილისამებრ შეუძლია შექმნას ისეთი სამყარო, როგორიც თავად სურს - ააშენოს სხვადასხვა სახის შენობები, შექმნას და განალაგოს სხვადასხვა ბუნებრივი ობიექტი და ა.შ.  თამაშში სასურველია მოთამაშის კრეატიულობა. თამაშს ქსელური რეჟიმიც აქვს, სადაც სხვა მოთამაშეებთან ერთად შესაძლებელია სასურველი სამყაროს აგება. თამაშს არაერთი ჯილდო აქვს მოგებული. Minecraft-ს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც იყენებენ. 2019 წლის მაისში თამაშის 176 მილიონი კოპი გაიყიდა, რითაც ყველაზე გაყიდვადი ვიდეოთამაში გახდა.

კომენტარები