აშშ

ლუიზიანას გუბერნატორმა აბორტის ამკრძალავ კანონს ხელი მოაწერა

Independent

აშშ-ის ლუიზიანას შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აბორტს ემბრიონის გულისცემის დაფიქსირების შემდეგ თითქმის ყველა შემთხვევაში კრძალავს. გამონაკლისს მხოლოდ ის შემთხვევები შეადგენს, როდესაც დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. გამონაკლისი არ იქნება გაუპატიურების და ინცესტის შემთხვევები. შესაბამისად, აბორტი დაახლოებით ორსულობის მეექვსე კვირიდან აკრძალული იქნება. ამ დროს ქალების ნაწილმა ორსულობის შესახებ არ იცის.

შტატის კანონმდებლებმა კანონს მხარი 79 ხმით 23-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.

ე.წ. "გულისცემის" კანონი კენტუკის, ჯორჯიის, მისისიპის და ალაბამას შტატებშიც მიიღეს. ალაბამაში კანონი გამონაკლისს არ უშვებს გაუპატიურების მსხვერპლებისათვის და ინცესტის შემთხვევაში.

კანონის დარღვევის და პროცედურის ჩატარების მცდელობის შემთხვევაში ექიმს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება, ხოლო პროცედურის ჩატარების შემთხვევაში 99 წლამდე პატიმრობა.

აბორტი დაშვებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

სხვადასხვა კომპანიამ, მათ შორის Disney-მ, Netflix-მა და WarnerMedia-მ თქვეს, რომ თუ ეს კანონები ძალაში შევა ამ შტატებში გადაღებებს შეწყვეტენ.

კანონები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ფედერალური სასამართლო მისისიპის საკითხს განიხილავს, სადაც კანონი მოსამართლემ დროებით დაბლოკა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აბორტის წინააღმდეგია გარდა გაუპატიურების, ინცესტისა და დედის სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის შემთხევების. "იგივე პოზიცია მაქვს, რაც რონალდ რეიგანს." თქვა მან.

კომენტარები