რუსეთი

რუსეთში დავობენ, არის თუ არა წარწერა "პუტინი ქურდია" შეურაცხყოფა, რომელიც ისჯება

ვლადიმერ პუტინი
Alexander Zemlianichenko/AP

მას შემდეგ, რაც რუსეთში მაღალჩინოსნების შეურაცხყოფა დასჯადი გახდა, პროკურორები დავობენ იმის თაობაზე, რა არის შეურაცხყოფა და რა არა.

თათრეთის მკვიდრი ვასილია ტარასოვას წინააღმდეგ 2018 წლის 12 დეკემბერს საქმე აღძრეს, რადგან ხელში ეჭირა ბანერი წარწერით "პუტინი ქურდია". თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ეს მას ჯარიმა ცოტა ხნის წინ გაუუქმეს. თათრეთის უზენაესმა სასმართლომ ტარასოვას წინააღმდეგ ადმინისტაციული საქმე შეწყვიტა. ის მხოლოდ იმის გამო დაჯარიმდა, რომ ქალაქის აღმასრულებელი კომიტეტის თანხმობის გარეშე გამოაქვეყნა ინფორმაცია.

რუსული სახელმწიფო მედიის ეხო მოსკვა ჟურნალისტმა ამ სიახლის შესახებ პუტინის სპიკერ დმიტრი პესკოვს ჰკითხა. პესკოვმა თქვა, რომ მისი აზრით, მსგავსი წარწერა შეურაცხყოფაა.

ეხო მოსკვი: თათრეთის უზენაესმა სასამართლომ დახურა ადმინისტრაციული საქმე იმ მამაკაცის წინააღმდეგ, ვისაც ხელში ეჭირა ბანერი ვლადიმერ პუტინის შესახებ წარწერით. რატომ მიიჩნევა ზოგი გზავნილი შეურაცხყოფად და ზოგი არა? ვინ წყვეტს რომელი რომელია?

დმიტრი პესკოვი: არ ვიცი. რა ეწერა ბანერზე?   

ეხო მოსკვი: "პუტინი ქურდია". ბოდიში, ეს ციტატაა.

დმიტრი პესკოვი: გასაგებია. თავად რას ფიქრობთ?

ეხო მოსკვი: არ ვიცი. პრეზიდენტი რას ფიქრობს? - შეურაცხმყოფელია ეს თუ არა?

დმიტირი პესკოვი: მე ვფიქრობ, ეს სრულიად შეურაცხმყოფელია. ეს ჩემი პირადი აზრია.

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც იმ პირებისათვის, ვინც მთავრობას და ოფიციალურ პირებს ონლაინ "შეურაცხყოფს", პატიმრობას ითვალისწინებს.

კანონის მიხედვით შეურაცხმყოფელი პოსტებისთვის, რომლებიც "საზოგადოების, ქვეყნის, რუსეთის, ოფიციალური სიმბოლოების, კონსტიტუციის და ხელისუფლებისადმი უპატივცემულობას" შეიცავს, პირს შესაძლოა 100 000 რუბლამდე ჯარიმა დაეკისროს, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგი ჯარიმა ან 15 დღიანი პატიმრობა მიესაჯოს.

ასევე რამდენიმე დღის წინ რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსული ინტერნეტის იზოლაციის შესახებ კანონი მესამე მოსმენით მიიღო, რაც რუსეთის ინტერნეტის საერთაშორისო ინტერნეტიდან "გამოთიშვას" გულისხმობს.

პარლამენტმა კიდევ ერთი კანონპროექტიც დაამტკიცა, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს დაბოლკოს ვებგვერდები, რომლებიც "შეურაცხმყოფელ მასალას" ან "ცრუ ინფორმაციას" ავრცელებს.

კომენტარები