სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა "წმინდა ნინოს გზის" გავლა დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზას გაივლის. მან დღეს, 1 ივნისს, საკუთარ Facebook გვერზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ფარავნის ტბასთან, ფოკის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრთან, შეკრებილმა ხალხმა კოცონი დაანთო. ისინი ლექსებს კითხულობენ, მღერიან და ცეკვავენ. კოცონი თავად საქართველოს პრეზიდენტმა დაანთო.

"გვჭირდება ძალიან ბევრი გზა, რომელიც ევროპას შემოიყვანს ჩვენში და დაანახებს მას, რა არის საქართველო და ამ მიმართულებით ეს კულტურული მარშრუტები ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ინსტრუმენტია. ამ გზებით ევროპელები მიხვდებიან, რამდენად ევროპულია საქართველო. ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და ტურისტული კუთხით, ასევე ეკონომიკური და რეგიონული თვალსაზრისითაც.

​ეს მარშრუტები ჩვენი რეგიონების აღმოჩენა იქნება, რადგან ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა. ამ მარშრუტების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს არქეოლოგიის, ტრადიციების, რელიგიის მიმართულება, რადგან დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ, 1 ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი" - 29 მაისს, თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე - "კულტურული მარშრუტები - საქართველო, ევროპა" - სიტყვით გამოსვლისას.

 

კომენტარები