მასობრივი სროლა

ვირჯინიას შტატში მუნიციპალურ ცენტრში მასობრივ სროლას 12 ადამიანი ემსხვერპლა

0 კომენტარი
ფოტო: reuters

სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა ვირჯინიის შტატში, ვირიჯინია-ბიჩში მომხდარი სროლის შედეგად.

სროლა მუნიციპალურ ცენტრში მოხდა. ამ ტერიტორიაზე ქალაქის მთავრობის შენობებია განლაგებული. სამართალდამცავების ცნობით, თავდამსხმელი სწორედ მუნიციპალიტეტის თანამშრომელი იყო. პირველი ადამიანი მან გარეთ, მანქანაში მოკლა, დანარჩენი კი - შენობის სამ სართულზე.

შენობაში ოთხი პოლიციელი შევიდა. თავდამსხმელი სამართალდამცავებთან ორმხრივი სროლის დროს ადგილზე მოკვდა. მანამდე, მისი ნასროლი ტყვიით პოლიციელი დაიჭრა.

თავდამსხმელის, ასევე გარდაცვილთა ვინაობა ჯერ უცნობია. უცნობია დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები