უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

კობახიძე მოსამართლეობის კანდიდატებზე: ნაადრევია საუბარი, თუ ვის დაუჭერს პარლამენტი მხარს

0 კომენტარი

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, დაუჭერს თუ არა მხარს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, მათ შორის მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარლამენტი ჯერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 20 კაციანი სიის წარდგენას ელოდება.

„ერთ-ერთი რეკომენდაციის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ პროცესი ყოფილიყო გახსნილი და ყველას მისცემოდა მონაწილეობის საშუალება. ზუსტად ეს უზრუნველყო საქართველოს პარლამენტმა მიღებული კანონით.

შესაბამისად, 144-მა ადამიანმა გადაწყვიტა ამ შერჩევაში მონაწილეობა. ახლა ჯერი არის საბჭოზე; საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩევს თუ არა კონკრეტულ სახელებს და გვარებს ამ პოზიციებისთვის და საბოლოოდ, გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი. ვიდრე არ გაივლის ყველა ეტაპს ეს პროცედურა და არ წარედგინება პარლამენტს საბჭოსგან კანდიდატურები, ვიდრე ჩვენ არ ჩავატარებთ გასაუბრებებს, მანამდე ბუნებრივია, ნაადრევია საუბარი, თუ ვის დაუჭერს პარლამენტი მხარს”, - ამბობს კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცოდნით.

უზენაესი სასამართლოს მოსასამართლეობის მსურველთა 144 კაციანი სია იუსტიციის საბჭომ 1 ივნისს გაასაჯაროვა.

მსურველებს შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, საკოსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა თავაზე და სხვა მოქმედი თუ ყოფილი მოსამართლეები.

იმ ათი მოსამართლიდან, რომელთაც, საზოგადოებრივი წნეხის ფონზე, წინა კონკურსიდან კანდიდატურების გაწვევა მოუწიათ, 8 კვლავ მსურველთა სიაშია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შორის მათგან მხოლოდ მიხეილს ჩინჩალაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი არ არიან.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხსენებული კონკურსისთვის განაცხადების მიღება 11 მაისიდან დაიწყო. ეს მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2018 წლის ბოლოს პარლამენტისთვის წარდგენილ მოსამართლეთა ათკაციან სიას საზოგადოების ჯგუფების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკოსების მძაფრი პროტესტი მოჰყვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები