ნიშნიანიძის ხომალდი

ომარ ნიშნიანიძის "არგოს" მოგზაურობის შეწყვეტა მოუწია, გემი, შესაძლოა, ტრანსპორტით წაიღონ

Imedinews.ge

ხომალდს სახელად "არგო" მოგზაურობის შეწყვეტა მოუწია.

საქართველოს მე-8 მოწვევის დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ "არგო" მდინარე რიონში გუშინ, 31 მაისს, გაუშვა. ის გემით გაცურვას ფოთიდან ვანში, სოფელ ჭყვიშამდე გეგმავდა.

ყოფილმა დეპუტატმა საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ გემის მართვა მდინარის გაუწმენდავმა კალაპოტმა გაართულა და შესაძლებელია, მისი წაღება ტრანსპორტით გახდეს საჭირო.

"გუშინ ხუთი საათის მანძილზე ვიცურეთ, მაგრამ მოგზაურობა გაართულა მდინარის გაუწმენდავმა კალაპოტმა. ორი კატერი გვეხმარებოდა. შესაძლოა, გარკვეული მანძილზე გემი ტრანსპორტით წავიღოთ. ეს იყო პერფორმანსი, რომელიც გამოვიდა და თავისი მისია შეასრულა," – თქვა ნიშნიანიძემ.

რამდენიმე დღის წინ, დეპუტატმა ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს ქმედება ტიმ სევერინის მოგზაურობის 35 წლისთავს ეძღვნება და მის მსგავსად საქართველოს ისტორია უნდა გააცოცხლოს.

"თანამედროვე არგონავტები, ისტორიის გაცოცხლება," - ნიშნიანიძე ფოთიდან ვანისკენ, სტუდენტებთან ერთად, თავისივე აგებული გემით ამ დევიზით მიცურავდა.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს ომარ ნიშნიანიძეს ქუთაისში პორტის მოწყობის იდეა ჰქონდა და ამბობდა, რომ ქუთაისის მიწისქვეშეთის განვითარება და პორტის მოწყობა არცთუ ისე ძვირი არ უნდა დაჯდეს და ის ადგილობრივმა თვითმმართველობამ და ცენტრალურმა მთავრობამ უნდა დააფინანსოს.

კომენტარები