ბათუმის ყოფილ მერს და მასთან ერთად დაკავებულ მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეეფარდათ

kvira.ge

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვსა და მასთან ერთად დაკავებულ ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა განესაზღვრათ.

30 მაისს დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი ოდენობის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ერმაკოვთან ერთად დაკავებულები არიან:

  • აჭარის განათლების, სპორტის და კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბაგრატ მანველიძე 
  • აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ა.ვ 
  • ბათუმის ვიცე მერი თენგის პატარიძე 
  • ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ე.ლ.
  • ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე ვ.ხ.
  • ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბ.ხ". 

გამოძიების ცნობით, გაიფლანგა დიდი 1 370 076,00 ლარი.

კომენტარები