დონალდ ტრამპი

ტრამპი მეგან მერკლიზე: არ ვიცოდი, რომ საძაგელი იყო

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ არ იცოდა, თუ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი მეგან მერკლი "საძაგელი" იყო.

სხვა საკითხების გარდა, სასექსის ჰერცოგინიაზე აშშ-ს პრეზიდენტმა The Sun-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ინტერვიუს მიმდინარეობისას დონალდ ტრამპს მერკლის ძველი გამონათქვამები შეახსენეს. 2016 წლის პრეზიდენტის არჩევნების წინ მან ტრამპს მიზოგინი უწოდა და თქვა, რომ კანადაში გადასახლდებოდა, თუ ის არჩევნებში გაიმარჯვებდა.

"არ ვიცოდი, რომ საძაგელი იყო. იმედი მაქვს, კარგადაა... დარმწუნებული ვარ, კარგად გაართმევს თავს სამეფო ოჯახის წევრობას. ძალიან კარგი იქნება“ - თქვა მან.

ბუკინგემის სასახლე აშშ-ის პრეზიდნეტის ინტერვიუს არ გამოხმაურებია.
 

კომენტარები