უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

პრემიერი: ყველას, მათ შორის თადუმაძეს, უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კონკურსში

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

პრემიერის თქმით, ყველა მსურველს, მათ შორის გენერალურ პროკურორს, უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში.

"ეს იყო ის შემთხვევა, სადაც ჩვენ ახალი ველოსიპედის გამოგონება არ დაგვჭირვებია. ჩვენ უნდა გვეხელმძღვანელა საუკეთესო ევროპული პრაქტიკით და რეალურად ეს ასეც მოხდა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ მსურველს, მათ შორის შალვა თადუმაძეს თუ ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე მყოფ ადამიანს, უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ მთავარი რაც საზოგადოებამ უნდა დაინახოს და უკვე დაინახა პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებით, ნებისმიერი ადამიანის შერჩევა ასეთ მნიშვნელოვან პოსტზე ხდება გამჭვირვალედ, უმაღლესი სტანდარტებისა და პროცედურების დაცვით," - უთხრა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144 პირიანი სია 1 ივნისს გამოქვეყნდა. 

მსურველებს შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, საკოსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა თავაზე და სხვა მოქმედი თუ ყოფილი მოსამართლეები.

იმ ათი მოსამართლიდან, რომელთაც, საზოგადოებრივი წნეხის ფონზე, წინა კონკურსიდან კანდიდატურების გაწვევა მოუწიათ, 8 კვლავ მსურველთა სიაშია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შორის მათგან მხოლოდ მიხეილს ჩინჩალაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი არ არიან.

ახალი კანდიდატები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უნდა წარუდგინოს.

 

 

კომენტარები