მალარია

გენეტიკურად მოდიფიცირებული სოკო მალარიის კოღოს 99%-ს კლავს

0 კომენტარი
კოღო ანოფელესი

გენეტიკურად სახეცვლილი სოკო, რომელიც ობობის ტოქსინს გამოჰყოფს კლავს დიდი ოდენობით კოღო ანოფელესს, რომელიც მალარიის გადამტანია. ექსპერიმენტები, რომლებიც დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოში, ბურკინა-ფასოში ჩატარდა, აჩვენებს, რომ კოღოების პოპულაცია 45 დღეში 99%-ით შემცირდა. 

მალარია ვრცელდება მაშინ, როცა ანოფელესის მდედრი კოღოები სისხლს წოვენ,  ეს დაავადება ყოველწლიურად 400 000 ადამიანს კლავს. მსოფლიოს მასშტაბით ყოველ წელს 219 მილიონი მალარიის ახალი  შემთხვევა ხდება. კვლევის განმავლობაში აშშ-ს მერილენდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა და ბურკინა ფასოს მეცნიერების ინსტიტუტის წევრებმა ამოიცნეს სოკო სახელად Metharhizium pingshaense, რომელიც ბუნებრივად აავადებს ანოფელესის კოღოს, რომელიც მალარიას ავრცელებს. 

კვლევის შემდეგი ეტაპი იყო სოკოს გაძლიერება. "მათი გენეტიკური ინჟინერია საკმაოდ მარტივია, ისინი ძალიან "დამყოლები" აღმოჩდნენ." - ამბობს პროფესორი რეიმონდ ლეგერი, მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი .

სოკოს გენეტიკურ კოდში დაამატეს ინსტრუქციები, რათა სოკოს გამოეყო შხამიანი ობობის ტოქსინი მაშინ, როცა კოღოს ორგანიზმში მოხვდებოდა.  "ობობა იყენებს ეშვებს, რომლებიც ერჭობა მწერების კანში და შეჰყავს ტოქსინი, ჩვენ ობობის ეშვები სოკო მეთარიზიუმით ჩავანაცვლეთ" - ხსნის პროფესორი ლეგერი. 

ლაბორატორიუმა ტესტებმა აჩვენა, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებულ სოკოს შეუძლია მოკლას უფრო სწრაფად ვიდრე ობობას. შემდეგი ნაბიჯი იყო შეემოწმებინათ სოკო რეალური სამყაროს პირობებში. 

მეცნიერებმა ააგეს 603 კვადრატული მეტრის ფართობის სოფელი, რომელიც სავსე იყო მცენარეებით, წყლის წყაროებით და საკვებით კოღოებისთვის და ის შემოფარგლეს ორმაგი ბადით, რომ არაფერი გაქცეულიყო. 

სოკოს სპორები შეურიეს სეზამის ზეთს და წაუსვეს ზედაპირზე, რომელზეც კოღოები ხვდებოდნენ. მკვლევრებმა ექსპერიმენტი 1500 კოღოთი დაიწყეს. შედეგებმა, რომელიც ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, აჩვენა რომ 45 დღეში  პოპულაციიდან მხოლოდ 13 კოღო დარჩა. 

"გენეტიკურად მოდიფიცირებულმა სოკომ გაანადგურა კოღოების პოპულაცია ორ თაობაში" - ამბობს ბრაიან ლოვეტი, მერილენდის უნივერსიტეტიდან. ტესტებმა ასევე აჩვენა, რომ სოკო სპეციფიკური იყო ამ კოღოებისთვის და არ ჰქონდა გავლენა სხვა მწერებზე, მაგალითად ფუტკრებზე. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად მალარი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ბოლო წლებია დაავადებების შემთხვევები იზრდება აფრიკის ათ ქვეყანაში, ყველაზე მეტად ნიგერიაში, მადაგასკარში და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები