ხორავას ქუჩის საქმე

ზაზა სარალიძე სააპელაციო სასამართლოს ეზოში, სადაც გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს - ფოტოები

0 კომენტარი

ზაზა სარალიძე სააპელაციო სასამართლოს შენობაში, სადაც დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს.

პროკურატურა სასამართლოში პირველი ინსტანციის 1 წლის წინ გამოტანილ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც:

მოსამართლე ეკა აროშიძემ ერთი ბრალდებული, გ.ბ. დამნაშავედ ცნო მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობაში გაამართლა. მეორე ბრალდებული გ.ჯ. კი გაამართლა დადუნაშვილის მკვლელობაში და დამნაშავედ ცნო არა სარალიძის მკვლელობაში, არამედ მკვლელობის მცდელობაში.

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულებს შორის დავით სარალიძისმკვლელი არ არის და ის ამ დრომდე თავისუფალია.

დღეს პროკურატურა მიიჩნევს, რომ გ.ბ ნამდვილად არის დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე და ეკა აროშიძემ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები