კიანუ რივზი: მარტოსული ადამიანი ვარ, ცხოვრებაში არავინ მყავს

GQ

კიანუ რივზმა The Jakarta Post-თან ნეოს როლზე, სიყვარულსა და პირად სივრცეზე ისაუბრა.

54 წლის მსახიობის თქმით, ის მარტოსული ადამიანია - წაიკითხეთ ნაწყვეტი ინტერვიუდან.


ფოტო: GQ

"მატრიცა შენთვის ბევრს ნიშნავდა. რამდენად ჰგავხარ ნეოს?

ის უკეთესი ადამიანია, ვიდრე მე. თუმცა ვცდილობ მისი ღირებულებების მიხედვით ვიცხოვრო.

ნეოს რომელ ღირებულებებს ეთაყვანები ყველაზე მეტად?

ის შესანიშნავი კაცი იყო შესასრულებლად. ვფიქრობ, მისი სიყვარული ტრინიტისადმი ძალიან წმინდა იყო, მე ამაში თავს მასთან ვაიგივებ. ასევე მიყვარდა, როგორ ეძებდა პასუხებს. ის არის ძლიერ პოზიტიური, მორალური და ეთიკური კაცი, რომელიც თავის საუკეთესოს აკეთებს.

რას ნიშნავს სიყვარული შენთვის?

რომანტიულ სიყვარულს გულისხმობთ? მე მარტოსული ადამიანი ვარ, ცხოვრებაში არავინ მყავს. მაგრამ შემიძლია პატივი ვცე და შევიყვარო ვინმე, იმედი მაქვს ეს ასე მოხდება.

შენ დასავლეთ ჰოლივუდში ცხოვრობ. პატივს ცემს ხალხი შენს პირად სივრცეს? შეგიძლია იარო შეუმჩნევლად?

ჩემი დღეები ძალიან ნორმალურია. ცხადია, დადიან ტურისტებით დატვირთული ფურგონები, რომლებიც ყველა ცნობილი ადამიანის სახლს სტუმრობენ. მე დილით გამოვდივარ, რათა ჩემი გაზეთი ავიღო და მათ ვხედავ. ხანდახან შენ გრძნობ, რომ ლომი ხარ გალიაში გამოკეტილი, თუმცა ლოს-ანჯელესში შენზე არავინ დარდობს. ყოველთვის შეიძლება პაპარაცი მოგსდევდეს, მაგრამ მე გარეთ ხშირად არ გავდივარ, არაფერს ვაკეთებ, მომაბეზრებელი ვარ", - ისაუბრა კიანუ რივზმა The Jakarta Post-თან.

კომენტარები