ცნობილი ადამიანები

სოფი ტერნერი და ჯესიკა ჩესტეინი აღარ იმუშავებენ იმ შტატებში, სადაც აბორტს კრძალავენ

0 კომენტარი
სოფი ტერნერი და ჯესიკა ჩესტეინი

მსახიობები, სოფი ტერნერი და ჯესიკა ჩესტეინი აღარ იმუშავებენ აშშ-ის იმ შტატებში, სადაც აბორტის გაკეთებას კრძალავენ.

მათი თქმით, მათ ხელი მოაწერეს წერილს, რომელიც ამ შტატების მიმართ ჰოლივუდის მსახიიობების ბოიკოტს გამოხატავს.

"არსებობს წერილი, რომელსაც მე ხელი მოვაწერე და ვთქვი, რომ არ ვაპირებ ვიმუშავო იმ შტატებში სადაც უარყოფენ ქალების უფლებებს, LGBTQ თემის უფლებებს, ან ნებისმიერი ადამიანის უფლებებს. არ ვაპირებ ვიმუშავე იმ შტატებში, რომლებიც დისკრიმინაციულია", - თქვა ჯესიკა ჩესტეინმა.

წერილს ხელი მოაწერა Game of Thrones-ის მსახიობმა სოფი ტერნერმაც.

"უნდა ვუთხრა ჩემს აგენტებს რომ ხელი მოვაწერე. მათ გაუკვირდებათ და მკითხავენ - "ვეღარ იმუშავებ იმ შტატებში?", დიახ, მე ვეღარ ვიმუშავებ რამდენიმე შტატში", - თქვა სოფი ტერნერმა.

31 მაისს აშშ-ის ლუიზიანას შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აბორტს ემბრიონის გულისცემის დაფიქსირების შემდეგ თითქმის ყველა შემთხვევაში კრძალავს. აბორტი დაშვებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ე.წ. "გულისცემის" კანონი კენტუკის, ჯორჯიის, მისისიპის და ალაბამას შტატებშიც მიიღეს.

კანონები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ფედერალური სასამართლო მათ განიხილავს.

გარდა მსახიობებისა, სხვადასხვა კომპანიამ, მათ შორის Disney-მ, Netflix-მა და WarnerMedia-მ თქვეს, რომ თუ ეს კანონები ძალაში შევა ამ შტატებში გადაღებებს შეწყვეტენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები