შაბათს, ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოავარიაში დაიღუპა. Mundo Deportivo-ს ცნობით, გარდაცვალების მიზეზი მაღალი სიჩქარე გახდა, რასაც ერთ-ერთმა საბურავმა ვერ გაუძლო.
გამოცემის ინფორმაციით, რეიესი 237 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა. საბურავის გახეთქვის შემდეგ, ფეხბურთელმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა. ავტომობილი გზიდან გადავარდა, რამდენჯერმე ამობრუნდა და დაიწვა.
კარიერის განმავლობაში, ხოსე ანტონიო რეიესი სევილიაში, ლონდონის არსენალში, მადრიდის რეალში და მადრიდის ატლეტიკოში თამაშობდა.