უვადო მოსამართლეები უზენაესში

ხოშტარია: უზენაესში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სიას "კლანის" 4 წევრი დაემატა

ევროპული საქართველოს წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეებში ოცნებამ ე.წ კლანის წევრები დაამატა და ცდილობს უვადოდ მათი მორჩილი მოსამართლეები გაამწესოს. ხოშტარია ამბობს, რომ თავდაპირველი სიიდან დარჩენილია 8 კანდიდატი: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ნინო სანდოძე, პაატა სილაგაძე, გიორგი ტყავაძე, ნინო ქადაგიძე, მარიამ ცისკაძე, გარდა ამ მოსამართლეებისა ხოშტარია ამბობს, რომ სიას „კლანის“ შემდეგი მოსამართლეები დაემატნენ: შოთა გეწაძე, ლევან თევზაძე, დავით მამისეიშვილი და კახაბერ სოფრომაძე.

„დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაიწყო მორიგი ფარსი, რომელსაც რეალურად ჰქვია მორჩილი მოსამართლეების უზენაეს სასამართლოში დანიშვნის პროცესი. ჩვენ გვახსოვს დეკემბერში, როდესაც პარლამენტში შემოვიდა ვრცელი ყოველგვარი წესების გარეშე შედგენილი სია, რა რეაქცია ჰქონდა საზოგადოებას და ამის შემდეგ რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ, არის ის რომ, ზუსტად იგივენაირად მიჰყვას პროცესი, უბრალოდ ამას მოარგო კანონი. რეალურად, დღეს რასაც გააკეთებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ეს იქნება ყველანაირი დასაბუთების გარეშე, ფარულად. ჩვენ არ გვეცოდინება ვის რატომ აირჩევენ ამ თანამდებობებზე. ეს გააკეთეს იმიტომ, რომ უზენაეს სასამართლოში გაიყვანონ თავიანთი მორჩილი მოსამართლეები. დღევანდელი კანონი მათ აძლევთ საშუალებას, რომ ყველა ეს მორჩილი მოსამართლე გახდეს უვადოდ უზენაესი სასამართლოს წევრი. ჩვენ ვნახეთ მსურველთა სია და მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს უზენაესი სასამართლოსთვის. ამ სიაში არის კლანის 8 წევრი და კიდევ დამატებულია 4 ახალი წევრი. კიდევ უფრო გააძლიერეს კლანის შემადგენლობა ამ სიაში. ამ წევრებს აქვთ ნათელ-მირონიც, ნათესაური კავშირის, სამუშაო გამოცდილებით უტყუარია მათი ამ კლანის წევრობა,“ - ამბობს ხოშტარია.

აღსანიშნავია, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესების მსურველებს შორის არის მოქმედი მტავარი პროკურორი შალვა თადუმაძე. ასე საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლეები, რომლებიც ხოშტარიას თქმით, ღიად თანამშრომლობდნენ ხელისუფლებასთან მათი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ესენი არიან: ზაზა თავაძე და ლალი ფაფიაშვილი.

„ასევე შემზარავია, რომ მოქმედი მთავარი პროკურორი, რომელიც დაინიშნა სარალიძის კრიზის დროს და როემლიც მორჩილად ხელს აფარებდა იმ პროკურორებს, რომლებიც თითხნიან ამ საქმეს, ეს მოქმედი მორჩილი თადუმაძე უნდათ რომ გახდეს უზენაესი სასამართლოს წევრი. ასევე სხვა მორჩილი პროკურორები უნდათ, რომ გადაასკუპონ უზენაესში უვადოდ. ასევე პოლიტიკური მორჩილებით გამორჩეული საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლეები ზაზა თავაძე და ლალი ფაფიაშვილი. ცინიკურია, რომ დღეს დაიწყება პროცესი და 7-ში ამთავრებენ, სულ რამდენიმე დღე სჭირდებათ, იმიტომ რომ რეალურად არაფრის შერჩევა არ ხდება, ეს არის დანიშვნა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ არ მოეწყოს ეს უზენაესი სასამართლო ბიძინა ივანშვილის ხუშტურებით და საბოლოო ჯამში გამოსავალი არის ამ ხელისფულების შეცვლა, იმიტომ რომ მოწმედმა ხელისუფლებამ გვაჩვენა, რომ მათ უნდათ დამორჩილებული სასამართლო,“ - ამბობს ხოშტარია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე განცხადებების მიღება დასრულდა. განცხადებების მიღება ელექტრონულად 11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირებულ განმცხადებელთა სია იხილეთ აქ.

კომენტარები