მტკვარი

მაშველებმა მდინარე მტკვრიდან 35 წლის მამაკაცი ამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შესული შეტყობინების მიხედვით, თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ადამიანი იმყოფებოდა და გამოსვლას ვერ ახერხებდა.

უწყების ცნობით, მაშველებმა 35 წლის მამაკაცი წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. ოპერაციაში ჩართული იყო წყალზე სამაშველოტექნიკაც.

მამაკაცის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარები ჯგუფები.

კომენტარები