მკვლელობა

ბოდბისხევში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

Getty Images

სიღნაღის მუნიციპალიტეტ სოფელ ბოდისხევში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მეგობრები დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ისინი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

კომენტარები