კონტრაბანდა

ფინანსთა სამინისტრომ 4 საბაჟო გამშვები პუნქტიდან 21 400 ღერი კონტრაბანდული სიგარეტი ამოიღო

0 კომენტარი
ფილიპ მორისის ბრენდი მარლბორო ფოტო: Getty Images

31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით პერიოდში ფინანსთა სამინისტრომ 4 საბაჟო გამშვებ პუნქტში ჯამში 21 400 ღერი კონტრაბანდული სიგარეტი ამოიღო. 

ინფორმაციას ამის შესახებ თავად ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში საბაჟო გამშვებ პუნქტებში "სარფი", "ვალე", "ყაზბეგი" და "წითელი ხიდი" არადეკლარირებული სიგარეტის საზღვარზე "კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა".

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე რუსეთის, საქართველოს, ირანისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში 21 400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ათი ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ,"- წერია განცხადებაში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები