რეკლამა

საქართველოს ბანკი ტურიზმის სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უჭერს მხარს

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, ტურიზმის სექტორში
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით 2018 წელს განხორციელებული
პროექტები შეაჯამა. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკურად
გამართული პროექტების დაფინანსება, ბიზნესის ხელშეწყობა, რადგან წარმატებული
კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. 2018 წელს
საქართველოს ბანკმა სასტუმროების დასაფინანსებლად ჯამში 153 მილიონი დოლარის
ინვესტიცია განახორციელა. ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის რეგიონებში
წახალისების მიზნით არაერთი პროექტი განახორციელა. სწორედ ამიტომ, საქართველოს
ბანკის მიერ დაფინანსებული სასტუმროების 71% რეგიონებში მდებარეობს და ხელს
უწყობს ადგილობრივი ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას. საქართველოს ბანკის
მხარდაჭერით გასულ წელს, სასტუმროებში დასაქმდა 4,622 ადამიანი, აქედან 23%
საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში. 2018 წლის მანძილზე ოთახების
რაოდენობა განთავსების ობიექტებში გაიზარდა 6,701 ოთახით, მათი 32% კი
საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებულ სასტუმროებს წარმოადგენს.

"საქართველოს ბანკისათვის ტურიზმი პრიორიტეულ მიმართულებას წარმოადგენს,
რადგან ის ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია. 2018 წელს საქართველოში ტურისტების
რაოდენობა 16.9%-ით გაიზარდა, რამაც სასტუმროების რიცხვის 24%-ით მატება
განაპირობა. საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლები ერთი წლის მანძილზე გაიზარდა
18.4%-ით და მიაღწია US$ 3.2 მლრდ-ს. საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს
ტურიზმის სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ჩვენთვის
მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ბიზნესებს, როგორც დაფინანსების, ასევე
ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. სწორედ ამიტომ, ბანკი მომავალშიც აპირებს
საკმაოდ მასშტაბური პროექტების განხორციელებას, რაც 2018 წელს დადებული
გარიგებების შესაბამისად გულისხმობს სექტორში 150 მილ. დოლარის დამატებითი
ინვესტიციის განხორციელებას, 1,571 ადამიანის დასაქმებასა და 1,929 ახალი ნომრის
მშენებლობას",- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის
მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

კომენტარები