70 წლის ქალმა, პეტ სმითმა, პლასტმასით დაბინძურების შესახებ ფილმის ნახვის შემდეგ, კორნველში 52 სანაპირო დაასუფთავა.
მას შემდეგ, რაც ქალმა დოკუმენტურ ფილმს უყურა დაბინძურების შესახებ, ახალ წელს ერთ-ერთ სურვილად ჩაიფიქრა, რომ საზოგადოებას უკეთესს და სამყაროს უფრო სუფთას გახდიდა.
თავდაპირველად, პეტ სმითი მარტო ასუფთავებდა სანაპიროებს, შემდეგ კი ამის შესახებ ხალხმა გაიგო და მას ხშირად მოხალისეები უერთდებოდნენ. გარდა მოხალისეებისა 70 წლის ქალს შვილიშვილებიც ეხმარებოდნენ.
"ყოველ დღე ძალიან ბევრ ნაგავს ვკრეფდი. ამ ნივთებს ყველა ვიყენებთ და შოკი იყო, როდესაც აღმოვაჩინე რომ მშვენიერ სანაპიროებს ამითვე ვაბინძურებთ. გთხოვთ, მეტი ვიფიქროთ ყველაფერზე", - თქვა პეტ სმითმა.