ძეგლი

"ვალენსიამ" უსინათლო გულშემატკივარს ტრიბუნაზე ძეგლი დაუდგა

0 კომენტარი

ვისენტე აპარისიო "ვალენსიას" უსინათლო გულშემატკივარი იყო, რომელიც განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩეოდა. 2 წლის წინ, მან მხედველობა დაკარგა, მაგრამ საყვარელი გუნდის მატჩებს მაინც არასდროს აცდენდა.

ყოველი სეზონის წინ, აპარისიო საშინაო მატჩების აბონიმენტს ყიდულობდა და "მესტალიზე" ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზე იჯდა. 2 წლის წინ, აპარისიო ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

ერთგული ქომაგის პატივისცემის ნიშნად, "ვალენსიას" ხელმძღვანელებმა აპარისიოს ძეგლი დადგეს იმ ადგილას, სადაც ის ათწლეულების განმავლობაში იჯდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები