ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორი: ჰერალდიკის საბჭოს წელიწადში 423 ათასი ლარით ვაფინანსებთ

ფლანგვის დეტექტორი

არასამთავრობო ორგანიზაციის, ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ჰერალდიკის საბჭო, რომლის ფუნქცია "სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაციაა" წელიწადში 423 ათასი ლარით ფინანსდება. 

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ "საეჭვო დანიშნულების" საბჭოში 2008-2018 წლებში 4.7 მილიონი წავიდა. 

"ჰერალდიკის საბჭო ძირითადად საქართველოს მუნიციპალიტეტებში გამოფენების მოწყობით არის დაკავებული და ხანდახან ჯილდოებსაც გასცემენ ჰერალდიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. წელს ეს საპატიო ჯილდო ქართული ოცნების დეპუტატებმა, ვანო ზარდიაშვილმა და დავით მათიკაშვილმა მიიღეს",- წერს ფლანგვის დეტექტორი. 

მათივე ცნობით, საბჭოს youtube-გვერდს 4 გამომწერი ჰყავს, ვიდეოებს კი საშუალოდ 11 ნახვა აქვს.

 

კომენტარები