ქართული ოცნება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი საწვავის ხარჯვაზე: ეს ბუნებრივია, დიდი რეგიონი ვართ

0 კომენტარი
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ბუნებრივია, რომ გუბერნატორებს შორის მან ყველაზე მეტი საწვავი დახარჯა, რადგან დიდი რეგიონია. 

IDFI-ის ახალი კვლევის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორისთვის განკუთვნილი ავტომობილებით ბოლო ორ წელში იმ რაოდენობით საწვავი დაიხარჯა, რომლითაც დედამიწას ირგვლივ 3-ჯერ შემოუვლიდნენ. 

"აუდიტის სამსახური გეგმაზომიერად ამოწმებს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციას, ეს ერთი. თუ ჩვენ გვაქვს შედარებით მეტი ხარჯი საწვავის, ეს ბუნებრივიც არის, ვინაიდან ჩვენ დიდი რეგიონი ვართ, მაღალმთიანი ნაწილიც ძალიან დიდი არის ჩვენს რეგიონში და რაც შეეხება არასამუშაო დღეებს, თქვენ შეგიძლიათ, ძალიან მარტივად ნახოთ, რომ შაბათ-კვირასაც კი მე ვიმყოფები ძალიან ხშირად ჩვენი რეგიონის სხვადასხვა სოფელში და ამდენად, როგორ ითვლება ეს, რომ არასამუშაო დღეს მე გადახარჯვა მაქვს-არ მაქვს, არ ვიცი, როგორ ითვლება,"- ამბობს მოწერელია ჟურნალისტებთან. 

IDFI-ის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში ავტომობილებით გავლილი მანძილი დედამიწისთვის 2-ჯერ შემოვლის ტოლია. სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორზე განპიროვნებული ავტომობილებით განვლილი მანძილი მიხედვით კი, მათ ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 3-ჯერ შემოუარეს დედამიწას;

IDFI-ის მიერ მომზადებულ კვლევაში მოცემულია გუბერნატორების ადმინისტრაციების მიერ ავტოპარკის განახლება/შენახვის პრაქტიკისდა საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ანალიზი. ამ მიზნით, IDFI-მ 2018 წლის მიწურულს და 2019 წლის აპრილში ყველა (9) გუბერნატორის ადმინისტრაციას მათ ბალანსზე რიცხული ავტომობილებისა და 2017-2018 წლებში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა. 

კვლევის ძირითადი მიგნებები:

  • 9 გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება 78 ავტომობილი, რომელთა 49% არის მაღალი გამავლობის, ხოლო 46% არის განპიროვნებული კონკრეტულ თანამდებობის პირზე ან თანამშრომელზე;
  • ყველა სახელმწიფო გუბერნატორზე განპიროვნებულია TOYOTA LANDCRUISER-ის მოდელის ავტომობილი, რომელთა უმრავლესობა გუბერნატორის ადმინისტრაციებისათვის უსასყიდლოდ არის გადაცემული;
  • გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკის 73% არ ყოფილა შეძენილ მათი ბიუჯეტის ფარგლებში და ისინი უსასყიდლოთგადმოცემული იქნა სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ;
  • 2015 წლის 21 აგვისტოს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ რუსთავის მერს მიმართა თხოვნით, გადაეცათ ის ავტომობილი, რომელიც იმავე დღეს 71,373 ლარად იყო შესყიდული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან;
  • 2017-2018 წლებში გუბერნატორების მიერ საწვავის ყოველთვიურ მოხმარებაზე დაწესებული ლიმიტები 700-დან 1,500 ლიტრამდე მერყეობდა;
  • 2017-2018 წლებში 7 გუბერნატორის მიერ სულ დახარჯულია 132,208 ლიტრის საწვავი;
  • 2018 წელს გურიის გუბერნატორების საწვავი მოხმარებაზე გაწეული ხარჯები არ არის შესაბამისობაში მათ მიერვე გამოცემულისამართლებრივ აქტით დადგენილ ნორმასთან;
  • 2017-2018 წლებში 7 გუბერნატორის მიერ დაფარულია 750 ათასი კილომეტრი. ისინი 2017 წელს საშუალოდ 52.5 ათას კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო 2018 წელს 54.7 ათას კილომეტრს;
  • თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია. სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორზე განპიროვნებული ავტომობილებით განვლილი მანძილი მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ დაახლოებით სამჯერ შემოუარეს დედამიწას;
  • 2017-2018 წლებში გუბერნატორებზე განპიროვნებული  ავტომობილები საშუალოდ ყოველდღიურად არასამუშაო დღეების ჩათვლით 150 კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო მხოლოდ სამუშაო დღეების დაანგარიშებით – 215 კილომეტრს;
  • 2017-2018 წლებში გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილების 100 კმ-ზე საშუალო წვის მაჩვენებელი 15 ლიტრიდან 19.83 ლიტრამდე მერყეობდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები