აშშ-კუბას ურთიერთობა

ტრამპის ადმინისტრაციამ კუბას ახალი სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კუბას ახალი სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესა, მათ შორის აიკრძალა კრუიზებიც. მიზანს კომუნისტური მთავრობაზე ზეწოლა წარმოადგენს, რათა მათ ვენესუელაში ნიკოლას მადუროს მხადრაჭერა შეწყვიტონ.

აკრძალვა შეეხება საგანმანათლებლო ტურიზმსაც, რომელიც ამ დრომდე მოქმედი აკრძალვიდან გამონაკლისს შეადგენდა.

კუნძულზე გამგზავრება აიკრძალება როგორც კომერციული, ასევე პირადი ხომალდებით, მათ შორის იახტებით და საკრუიზო გემებით.

"ადმინისტრაციამ გააფართოვა პრეზიდენტის პოლიტიკა კუბასთან დაკავშირებით "შეფარული ტურიზმის" დასრულებით და ხომალდებზე შეზღუდვების დაწესებით. ჩვენ გავაგრძელებთ კუბას რეჟიმისათვის აშშ-ის დოლარებზე წვდომის შეზღუდვას." დაწერა ტვიტერზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა, რომელმაც წარსულში კუბას ვენესუელასა და ნიკარაგუასთან ერთად "ტირანიის ტროიკა" უწოდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და კუბას შორის ურთიერთობები გარკვეულწილად გაუმჯობესდა ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს, 2014-2016 წლებში, მათ შორის ნაწილობრივ აღდგა ტურისტების მიმოსვლა, კრუიზები და საჰაერო მიმოსვლა. ამ პერიოდში, ვიზიტორების თვალსაზრისით კუნძულისათვის აშშ მეორე ქვეყანა გახდა კანადის შემდეგ. თუმცა, პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ დონალდ ტრამპმა კუბას ახალი სანქციები დაუწესა და დაიმუქრა, რომ თუ ისინი ვენესუელაში მიმდინარე პროცესებში ჩარევას და ნიკოლას მადუროს რეჟიმის მხარდაჭერას არ შეწყვეტდნენ, კუნძულს სრულ ემბარგოს დაუწესებდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები