ავლაბარში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას მძღოლის მიერ, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.