ჭადრაკი

ზუგდიდელი მოჭადრაკე ევროპის სასკოლო ჩემპიონი გახდა

ChessZugdidi

ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ზუგდიდელმა მოჭადრაკე მართა სორდიამ ელვისებურ ჭადრაკში 9 წლამდე გოგონათა შორის 7 შესაძლებლობიდან 5 ქულით ოქროს მედალი მოიპოვა.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, რუმინეთის კურორტ მამაიაში მიმდინარე ევროპის სასკოლო ჩემპიონატის პარალელურად 4 ივნისს გაიმართა "მამაიას საერთაშორისო ახალგაზრდული თასი" ელვისებურ ჭადრაკში 7, 9, 11, 13, 15 და 17 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. დროის რეგლამენტი: 3 წუთი პარტიის ბოლომდე ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.

კომენტარები