კრიშტიანო რონალდო

კეტრინ მაიორგამ, რომელიც კრიშტიანო რონალდოს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, სარჩელი გაიტანა

0 კომენტარი

ლას ვეგასის პოლიციამ პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა. ამის შესახებ bloomberg წერს

მედიის ინფორმაციით, ამერიკელმა კეტრინ მაიორგამ, რომელიც რონალდოს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, სარჩელი გაიტანა. უცნობია მიაღწიეს თუ არა რაიმე შეთანხმებას მხარეებმა. მედია ადვოკატებს ვერ დაუკავშირდა. 

შეგახსენებთ, რომ ლას ვეგასის პოლიციამ პორტუგალიელი ფეხბურთელის წინააღდეგ საქმის გამოძიება გასული წლის ოქტომბერში განაახლა. საქმე ეხება 2009 წლის 13 ივნისის ინციდენტს, რომელიც ლას ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში მოხდა. მაიორგა ამბობდა, რომ რონალდომ ის გააუპატიურა. გერმანული გაზეთი Spiegel-თან ინტერვიუში მაიორგა ამბობდა, რომ ფეხბურთელმა მისი ემოციური მდგომარობით ისარგებლა და დუმილის სანაცვლოდ 375 ათასი დოლარი გადაუხადა.

ფეხბურთელმა ბრალდებები უარყო და თქვა, რომ ყველაფერი ორმხრივი შეთანხმებით მოხდა და მაიორგას სურს, რომ მისი დახმარებით ცნობილი გახდეს. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები