უკრაინა-საქართველო

"კარგი ადამიანია, ტელეფონის ნომრები გავცვალეთ"- ზელენსკი ადასტურებს რომ ბახტაძეს შეხვდა

0 კომენტარი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქრონიკასთან საუბარში დაადასტურა, რომ საქართველოს პრემიერმინისტ მამუკა ბახტაძეს შეხვდა. 

"დიახ, ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები, ვისაუბრეთ ჩვენს ურთიერთობაზე, საქართველოზე და უკრაინაზე",- თქვა მან.  

კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოში ვიზიტს ზელენსკი პასუხობს: "რატომაც არა, დიახ, საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა, ერთხელ ნამყოფი ვარ."

ზელენსკის პრესპიკერმა, იულია მენდელმა ქრონიკასთან თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის, უკრაინის დელეგაციის ყველა წევრისთვის ძალიან სასიამოვნო იყო იმის გაგება, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი იმყოფება ბრიუსელში და იმ სასტუმროში სადაც უკრაინის დელეგაციაა გაჩერებული.

"პოსტსაბჭოთა სივრცეში, უკრაინა და საქართველო ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოები არიან. გვაქვს საერთო გზა და მიზნები. უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ამ ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრები. მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ. საქართველოს პრემიერს და უკრაინის პრეზიდენტს განსხვავებული გეგმები აქვთ. პრემიერს უკვე აქვს გაწერილი დღის წესრიგი და პრეზიდენტსაც აქვს მისი პროგრამა და დაგეგმილი შეხვედრები. სამწუხაროდ აქ ვერ შევძლებთ შეხვედრას და ეს არც იყო დაგეგმილი"- აღნიშნა მან.  

უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მამუკა ბახტაძე ბრიუსელში 4 ივნისს ჩაფრინდა. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები