რუსეთი

"სექსი სტალინთან" - რუსი კომუნისტები ახალი კომპიუტერული თამაშის აკრძალვას ითხოვენ

0 კომენტარი
ფოტო: Steam

ციფრული თამაშების პლატფორმამ Steam ახალი კომპიუტერული თამაში "სექსი სტალინთან" შექმნა. თამაშით აღშფოთებული რუსი კომუნისტები მის აკრძალვას მოითხოვენ.

კომპიუტერული თამაშის აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ მოთამაშეს დროში მოგზაურობა, ისტორიის შეცვლა და მსოფლიოში უდიდეს დიქტატორთან სტალინთან შეხვედრა შეეძლება: "და შემდეგ რა? ეს შენზეა დამოკიდებული! დაელაპარაკე სტალინს..! აჩვენეთ ულვაშიან კაცს, თუ რა არის ნამდვილი სიყვარული!".

რამდენიმე ფოტოში, რომელიც თამაშიდან გავრცელდა, გაშიშვლებული სტალინის ანიმაციას ვხედავთ.

რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა მაქსიმ სურაიკინმა თქვა, რომ თამაშის შემქმნელები "შეშლილები" არიან და მისი აკრძალვა მოითხოვა.

"ზედმეტი კითხვის გარეშე, ეს უნდა აიკრძალოს. სათაურიც კი აღმაშფოთებელი და გარყვნილია," - აღნიშნა მან.

სურაიკინი მიიჩნევს, რომ ამ გზით თამაშის შემქნელებს სტალინის მზარდი პოპულარობის შეჩერება სურთ - "მეორე მხრივ, ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც ღირსება და სინდისი არ გააჩნიათ და სტალინის ზრდადი პოპულარობის ჩახშობას ცდილობენ."

კომპიუტერული თამაში "სექსი სტალინთან" 10 ოქტომბერს გამოვა.

ფოტო: Steam

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები