რუსეთი

რუსული კომპანია ქალ თანამშრომლებს მოკლე კაბის ჩაცმისთვის დამატებით ანაზღაურებას სთავაზობს

GETTY IMAGES

რუსული ალუმინის მწარმოებელი კომპანია "ტატპროფი" ქალ თანამშრომლებს დამატებით ანაზღაურებას სთავაზობს იმ შემთხვევაში, თუ სამსახურში მოკლე კაბით ივლიან, მათი "სამუშაო დღის გასახალისებლად".

კომპანია მსურველ ქალებს დღეში დამატებით 100 რუბლს (4.22 ლარი) გადაუხდის. კაბის სიგრძე მუხლიდან მინიმუმ 5 სანტიმეტრით მაღლა უნდა მთავრდებოდეს. ასევე აუცილებელია მაკიაჟი და თმის ვარცხნილობა.

ანაზღაურების მისაღბად, აუცილებელიია, ქალმა შესაბამის ფორმაში ფოტოები გადაიღოს და დამსაქმებელ კომპანიას გაუგზავნოს.

აღნიშნული ბონუსი კომპანიის ივნისის თვის კამპანიის "ფემინისტური მარათონის" ნაწილია. ამ "მარათონის" ფარგლებში ქალებს დამატებით ჯილდოს პილმენების გაკეთებისთვისაც სთავაზობენ. თვის ბოლოს საუკეთესოდ ჩაცმულ ქალს დამატებით ჯილდოს გადასცემენ.

კომპანიას ბონუსები კაცებისთვისაც დაუწესებია, მაგალითად ისეთი ფიზიკური აქტივობისთვის, როგორიც აზიდვებია.

ერთერთი თანამშრომლის, ანასტასია კირილოვას, თქმით, კომპანიის უფროსს სერგი რახკოვს მიაჩნია, რომ ქალს უნდა შეახსენო "თუ რა არის მისი არსებობის მთავარი მიზეზი."

კომპანიის სპიკერმა თქვა, რომ ზემოთ ნახსენები მარათონი "გუნდის გაერთიანების შესანიშნავი გზაა". კომპანიის გუნდში 70% მამაკაცია.

"ბევრი ქალბატონი სამსახურში მოსვლისას ავტომატურად იცვამს ხოლმე შარვლებს, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კამპანიით მათ ცნობიერებას გავზრდით, რათა იგრძნონ თავიანთი ქალურობა და შარმი, როდესაც არჩევანს კაბის ჩაცმაზე გააკეთებენ" - აღნიშნა სპიკერმა.

კომენტარები