ვალუტის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ტაბულა

ეროვნული ბანკის ცნობით, 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.75 ლარია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 1.48 თეთრით გამყარდა.

ერთი ევრო 6 ივნისს 3.099 ლარი ეღირება - ლარი ევროსთან მიმართებით 1.2 თეთრით გამყარდა. ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან მიმართებითაც, ხოლო ფუნტი სტერლინგთან მცირედით გამყარდა. ლირას კურსი 0.4822 ლარი იქნება, ხოლო ფუნტის 3.4966 ლარი.

ამგვარად, 6 ივნისისათვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.75 ლარი იქნება, ევროსი 3.10 ლარი, თურქული ლირის 0.48 ლარი, ხოლო ბრიტანული ფუნტის 3.5 ლარი.

სამი თვეა, ლარს დოლართან გაუფასურების ტენდენცია აქვს. 1 მარტს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6794 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ლარი დოლართან 7 თეთრით გაუფასურდა.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ "რყევების ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორიც არის". მისივე თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ კურსი მიუახლოვდა 2.80-ს, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას". ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით კი, "შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ასეთ გაუფასურებას გამყარება მოჰყვება".

კომენტარები