აშშ

აშშ-ში ერთ-ერთი ქალაქის მერი გეების განადგურების მოწოდებით გამოვიდა

0 კომენტარი
ფოტო: bbc

აშშ-ში ალაბამას შტატ ქალაქ კარბონ ჰილის მერმა Facebook-ზე დაწერა, რომ გეების განადგურების გარეშე საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენების შეცვლა შეუძლებელია. ამის შესახებ BBC წერს.

მარკ ჩამბერსმა ეს პოსტი მოგვიანებით წაშალა. 

"ჩვენ იმ საზოგადოებაში ვცხოვრობთ სადაც გეები მორალს გვიკითხავენ, ტრანსვესტიტები ადამიანის ბიოლოგიაზე ლექციას გვიკითხავენ, ბავშვის მკვლელები ადამიანის უფლებებზე საუბრობენ, სოციალისტები კი ეკონომიკაზე",- დაწერა მერმა და სწორედ ამ პოსტის კომენტარებში დაურთო რომ ამ პრობლემის მოსაგვრებლად მათი განადგურებაა საჭირო.

"მესმის, რომ ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ მათი განადგურების გარეშე პრობლემა არ მოგვარდება",- დაწერა ჩამბერსმა

მომხდარს დიდი გამოხმაურება მოყვა ქალაქის ლგბტქ თემმა და ადამიანთა უფლებათა დამცველ ორგანიზაციებში. მათ მერის გადადგომა მოითხოვეს. ჩამბერსმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა, თუმცა თქვა რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოგლიჯეს და ისე გაავრცელეს. 

WBRC-თან საუბარში მერმა აღიარა რომ მსგავსი რამ დაწერა, თუმცა თქვა, რომ ეს საჯარო პოსტი არ უნდა ყოფილიყო და მეგობართან პირადი საუბარი სურდა. 

მედიამ აღნიშნა, რომ მერმა მათთან საუბარში მიგრანტებიც ახსენა და თქვა, რომ ისინი უმადურები არიან და ამერიკა დაიპყრეს. 

მარკ ჩამბერსი კარბონ ჰილის მერი 2014 წლიდან არის. ქალაქში მხოლოდ 2000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ის მონტენეგრომდე 240 კილომეტრით არის დაშორებული. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები