ცნობილი ადამიანები

როგორ გამდიდრდნენ ამერიკის უმდიდრესი ქალები?

Fenty Beauty

ჟურნალმა ფორბსმა, ამერიკაში უმდიდრესი ქალების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც მილიონები და მილიარდები თავისით იშოვეს.

გარდა იმისა, რომ ამ სიაში თქვენთვის კარგად ცნობილ ადამიანებს შეხვდებით, შესაძლოა აღმოაჩინოთ ისეთებიც, რომლის შესახებაც არაფერი გაგიგიათ.

თუ გსურთ რომ გამდიდრეთ, ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა შესაძლოა მაკიაჟისა და კანის მოვლის პროდუქტების შექმნა იყოს. მაკიაჟისა და კანის მოვლის ბრენდები სიაში მყოფი 80 ქალიდან 10 ქალს მილიონერისა და მილიარდელის სტატუსის მოპოვებაში დაეხმარა.

შესაძლოა გაგიკვირდეთ, როდესაც გაიგებთ, რომ ყველაზე მდიდარი მაკიაჟის ბრენდის მფლობელი ინტერპრენიორი არა კაილი ჯენერი, არამედ რუმინეთში დაბადებული ანასტასია სოარეა.

ანასტასია სოარე

ანასტასია სოარე 1989 წელს საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა, 2000 წელს კი წარბების მოვლისა და მაკიაჟის საკუთარი ხაზი გამოუშვა. ამის შემდეგ მან "Anastasia Beverly Hills" დაარსა, რომლის ღირებულებადაც ჟურნალმა ფორბსმა წელს 1 200 000 000 მილიარდი დოლარი დაასახელა. კომპანიის ღირებულება უსწრებს კაილი ჯენერის მაკიაჟის ხაზს, კიმ კარდაშიანის KKW Beauty-ს და რიანას Fenty Beauty-საც.

სიაში მოხვდა ჰუდა კატანიც, რომელიც აშშ-ში დაიბადა და მისი ორივე მშობელი ერაყელია. ჰუდა კატანი ფინანსისტი იყო, თუმცა გადაწყვიტა ვიზაჟისტი გამხდარიყო და 2013 წელს საკუთარი მაკიაჟის ბრენდი "Huda Beauty" დაარსა. ჟურნალმა ფორბსმა ბრენდის ღირებულებად 610 მილიონი დოლარი დაასახელა.

ჰუდა ქატანი

სიაში მოხვდა სერენა უილიამსი. ის პირველი ქალი სპორტსმენი გახდა, რომელმაც მილიონები თავისით იშოვა.

"მან გასული 5 წლის განმავლობაში 34 ახალი სტარტაპი წამოიწყო, მათ შორის Serena venture, რომლის ღირებულება სულ მცირე 10 მილიონი დოლარია. 2018 წელს მან ასევე დაარსა თვითდაფინანსების მქონე ტანსაცმლის ხაზი S by Serena, ამასთან ერთად ის ფლობს აქციებს Miami Dolphins-სა და UFC-ში", - ასე ხსნის ფორბსი სერენა უილიამსის სიაში მოხვედრის მიზეზებს.

სერენა უილიამსი

გარდა მაკიაჟისა და კანის მოვლის პროდუქტებისა, სიაში რამდენიმე ადამიანის მოხვედრის მიზეზი მოდაც გახდა. 

თქვენ შესაძლოა გსმენიათ ვერა ვანგის, დონა კარანის ან დონატელა ვერსაჩეს შესახებ, მაგრამ გაგიგიათ დორის ფიშერი ან ჯინ სუკ ჩანგი?

დორის ფიშერი ტანსაცმელის ბრენდის Gap-ის თანადამფუძენებელია. 1969 წელს მან და მისმა ქმარმა ბრენდი მას შემდეგ დაარსეს, რაც ბაზარზე თავისთვის შესაფერისი ჯინსების პოვნა გაუჭირდათ. Gap-ის ღირებულება ახლა 2 მილიარდ დოლარზე მეტია.


ფოტო: GETTY

ჯინ სუკ ჩანგი ყველასთვის ცნობილი Forever 21-ის დამფუძნებელია, რომელიც თავდაპირველად ლოს-ანჯელესში ერთი, პატარა მაღაზია იყო. ამ დროისთვის კომპანიაში ათასობით თანამშრომელი არის დასაქმებული და მსოფლიოს გარშემო Forever 21-ის ასობით მაღაზია არსებობს.

ფორბსის სიაში შევიდნენ ტელეწამყვანებიც და მომღერლებიც.

ტელეწამყვანებმა ოპრა უინფრიმ და ელენ დეჯენერისმა კვლავ დაიკავეს სიაში ადგილები, 2 600 000 000 მილიარდი დოლარითა და 330 000 000 მილიონი დოლარით.


ფოტო: Fenty Beauty

წლევანდელი მონაცემების მიხედვით, რიანა ყველაზე მდიდარი მომღერალი ქალი გახდა 560 მილიონი დოლარით. მან ბიონსეს (400 მილიონი), მადონას (570 მილიონი) და სელინ დიონს (450 მილიონი) გაასწრო. 

რიანამ უმდიდრესი მომღერალი ქალის ტიტულის მოპოვება მის მიერ დაარსებული Fenty Beauty-ით შეძლო. კომპანიამ მომღერლისთვის გახსნიდან 15 თვეში 540 მილიონი დოლარის მოტანა შეძლო.

კომენტარები