მართვის მოწმობა

მართვის მოწმობის გამოცდის საფასური 150 ლარამდე იზრდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, მართვის მოწმობის გამოცდის საფასური იზრდება. იმის გამო, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება, თითოეული ეტაპის საფასური დამოუკიდებლად დგინდება.

კანონპროექტის ამ რედაქციით მიღების შემთხვევაში, B კატეგორიის მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარება 20 ლარი ლარი ეღირება, პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (სპეციალური მანევრები დახურული საგამოცდო მოედანზე) ეერთჯერადი გასვლის საფასური 40 ლარი იქნება, ხოლო მეორე ეტაპის (რეალური საგზაო მოძრაობა) - 90 ლარი. ჯამში, მართვის მოწმობის გამოცდაზე ერთჯერადად გასვლა 150 ლარი დაჯდება.

ცნობისთვის, ამჟამად B კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება (ავტომატიკა) 98 ლარი ღირს (თეორია 57 ლარი, პრაქტიკა - 41). მექანიკის შემთხვევაში, პრაქტიკული ნაწილი უფასოა და მძღოლობის მსურველს მხოლოდ თეორიის გამოცდის საფასურის გადახდა უწევს.

კომენტარები