ნეიმარის ტრავმა

ტრავმის გამო, ნეიმარი ბრაზილიას კოპა ამერიკაზე ვერ დაეხმარება

ბრაზილიის საფეხბურთო ასოციაციის პრესსამსახურის განცხადებით, ნაკრების ლიდერი ნეიმარი ტერფის ტრავმის გამო კოპა ამერიკაზე ვერ ითამაშებს.

პსჟ-ს თავდამსხმელმა დაზიანება ყატარის ნაკრებთან მოგებულ (2:0) მატჩში მიიღო, როდესაც მას მეტოქე ძალიან ეუხეშა და ფეხბურთელმა მოედანი ყავარჯნებით დატოვა.

სამედიცინო შტაბმა გამოიკვლია ფეხბურთელის ტრავმის სიმძიმე და ამ ტურნირზე თამაში გამორიცხა. მისი გამოჯანმრთელების თარიღი ჯერ უცნობია.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე მისი შემცვლელის ვინაობას უახლოეს მომავალში დაასახელებს.

კომენტარები