ნარკოდანაშაული

დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის პირს 10 წელი მიუსაჯეს

0 კომენტარი

განსაკუთრებითდიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა-გასაღებაში ბრალდებულს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა ფ.მ.-მ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1,4367 გრ. ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, რომელიც ასევე უკანონოდ გაასაღა პ.კ.-ზე," - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა ფ.მ. 2018 წლის 13 ივლისს ქ. თბილისში, სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლისსამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარედგინა (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულისაშუალების უკანონო შეძენა,-შენახვა-გასაღება) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები