ვერტმფრენის ჩამოვარდნა ყაზბეგში

ავიაციის სააგენტო ჩამოვარდნილ ვერტმფრენზე: ავიაკომპანიას ყველა შემოწმება აქვს ჩატარებული

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანიას საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის მოქმედი სერტიფიკატი აქვს და სააგენტოს მიერ ყველა გეგმიური შემოწმება აქვს ჩატარებული. 

"მიმდინარე წლის 6 ივნისს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მომხდარ საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ BELL-505 ტიპის ვერტმფრენი, რომელიც ყაზბეგსი ჩამოვარდა, იმყოფება ავიაკომპანია "ავიატორი +"-ის ექსპლუატაციაში. ამერიკულ-კანადური წარმოების მსუბუქი 5-ადგილიანი (ერთი პილოტი, ოთხი მგზავრი) ვერტმფრენი 2018 წელს არის გამოშვებული და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ 2018 წლის 15 ივნისს არის დარეგისტრირებული,"- წერია განცხადებაში. 

დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმროს, "რუმს ჰოტელ ყაზბეგი"-ს კუთვნილი ვერტმფრენი - ე.წ. "ყანების ტერიტორიაზე", დაუსახლებელ ადგილზე დღეს ჩამოვარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მასში მყოფი სამივე ადამიანი გარდაიცვალა. ვერტმფრენში ეკიპაჟის წევრები სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" ერთი თანამშრომელი იმყოფებოდა.

კომენტარები