Google

Google მონაცემთა ანალიზის სტარტაპს ყიდულობს 2.6 მილიარდ დოლარად

0 კომენტარი
ფოტო: AFP

Google 2.6 მილიარდ ამერიკულ დოლარად ამერიკულ მონაცემთა ანალიზის სტარტაპს, Looker-ს შეიძენს.

ამის შესახებ კომპანიამ 6 ივნისს გაავრცელა განცხადება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შესყიდვა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, იქამდე კი მარეგულირებლების თანხმობაც იქნება საჭირო. შედეგად, Looker შუერთდება Google Cloud-ს.

Looker, რომელიც 2012 წელს დაარსდა, კომპანიებს ეხმარება მის სისტემაში განთავსებული მონაცემების ვიზუალიზაციასა და ანალიზში.

Google-ისთვის ეს ყველაზე მსხვილი გარიგება იქნება 2014 წლის მერე, როცა ტექ-გიგანტმა ჭკვიანი სახლების კომპანია Nest Labs შეიძინა 3.2 მილიარდ აშშ დოლარად.

მიმდინარე წლის დასაწყისში, Google Cloud-მა აღმასრულებელი დირექტორი შეიცვალა. ახალი CEO-ს, ტომას კურიანის მთავარი გამოწვევა საბაზრო წილის გაზრდაა Microsoft-თან და ბაზრის ლიდერ Amazon-თან შედარებით.

მას შემდეგ, რაც Looker-მა გასული წლის დეკემბერში 103 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია მოიზიდა, Business Insider მას 1.6 მილიარდ აშშ დოლარად აფასებდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები