რუსეთი-სლოვაკეთი

რუსეთი სლოვაკეთს გაზის მილსადენების, Nord Stream 2-სა და Turkstream-ის გაგრძელებას სთავაზობს

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრემიერმინისტრის დმიტრი მედვედევის თქმით, რუსეთი და სლოვაკეთი Nord Stream 2-ის ადა Turkstream-ის რუსული გაზის მილსადენის პროექტებს და სლოვაკეთში მათ გაგრძლებას განიხილავენ.

"ჩვენ გვჭირდება, რომ საერთო წერტილი და ორივე მხარისთვის სასარგებლო კოოპერაციის არეალი ვიპოვით, რაც მოიცავს სლოვაკეთის დაკავშირებას, როგორც Nord Stream 2-ის, ასევე Turkstream-ის მილსადენთან" - აღნიშნა მედვედევმა სლოვაკეთის პრემიერ მინისტრთან პიტერ პელეგრინისთან საუბრის შემდეგ.

ასევე რუსული მედიის ინფორმაციით, პელეგრინის თქმით, სლოვაკეთი ამ ნაბიჯისთვის მზად არის.

შეგახსენებთ, რომ Turkstream-ის ახალი მილსადენი გასული წლის ნოემბერში პუტინმა და ერდორანმა გახსნეს. Turkstream-ით რუსეთიდან შავ ზღვის გამავალი რუსული გაზი თურქეთს მიეწოდება, თურქთიდან კი მის სამხრეთ ევროპის ქვეყნებში გაგრძელებას განიხილავენ.

რუსეთსა და გერმანიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტზე, რომელიც უკვე არსებულ Nord Stream-ის გაზსადენის პროექტს გააფართოვებს და ბალტიის ზღვის მეშვეობით ბუნებრივ აირს რუსეთიდან გერმანიას უკრაინაში გამავალი უკვე არსებული გაზსადენების გვერდის ავლით მიაწოდებს. გაზსადენის პროექტს აშშ, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები აკრიტიკებენ.

გასულ წელს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას ტრამპმა ენერგოუსაფრთხოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ მომწოდებელზე დამოკიდებულება ქვეყანას ასუსტებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები