აშშ-თურქეთი

რუსული S-400 შესყიდვის გამო აშშ-მა შესაძლოა F-35 პროგრამაში თურქი პილოტები არ ჩართოს

0 კომენტარი
ფოტო: yeniahval

აშშ-ის მაღალი რანგის პირების ინფორმაციით, თურქეთის მიერ რუსული S-400 სარაკეტო სისტემის შეძენის გამო აშშ-ში F-35 ტიპის რეაქტიული თვითმფრინავებზე სავარჯიშოდ თურქი პილოტების მიღებას შეწყვეტენ.

აშშ ამბობს, რომ თურქეთს ორივე იარაღი ვერ ექნება. მათ განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მხოლოდ თურქეთის მფრინავთა ეკიპაჟს ეხება, რომლებიც აშშ-ში საწვრთნელად ჩადიოდნენ. ვაშინგტონში ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

ამჟამად არიზონის ლუკას საჰაერო ძალების ბაზაში 4 თურქი მფრინავი, 2 ინსტრუქტორი, 6 ოფიცერი და 20 საავიაციო პროგრამული უზრუნველყოფის მხარდამჭერი პირი იმყოფება. 

თურქეთმა 100 F-35 ტიპის რეაქტიული თვითმფრინავების შეძენის სურვილი გამოთქვა, რაც ამჟამად 9 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება.

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს პუტინმა თქვა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის რუსული S-400 სარაკეტო სისტემის შეძენის შესახებ შეთანხმება დაჩქარდება.

შეთანხმების მიხედვით თურქეთი რუსეთისაგან დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების S-400 ტიპის სარაკეტო სისტემებს შეიძენს.

თურქეთი და რუსეთი იარაღის შეძენის შესახებ მოლაპარაკებებს წელიწადზე მეტია აწარმოებენ.

შეთანხმებამ NATO-ს მოკავშირეებში შეშფოთება გამოიწვია ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამ იარაღის NATO-ს თავდაცვის სისტემაში ინტეგრაცია ვერ მოხდება.

აშშ-ის სენატში თურქეთისათვის F-35 ტიპის რეაქტიული თვითმფრინავების მიყიდვის დაბლოკვას მოითხოვენ, მანამ, სანამ ტრამპი არ დაამოწმებს, რომ თურქეთი NATO-ს საფრთხეს არ უქმნის და თავდაცვის ტექნიკას რუსეთისაგან არ ყიდულობს.

აშშ-ს გაფრთხილებით, მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად თურქეთი უკან არ იხევს. 4 ივნისს ერდორანმა განაცხადა, რომ მოსკოვთან შეთანხმებაზე უკან დახევა "გამორიცხული იყო".

თურქეთის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ რუსეთისაგან S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის შეძენის შემდეგ ანკარა მოსკოვთან ერთად S-500 ტიპის თავდაცვის სისტემის წარმოებაზეც იმუშავებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები