კრიმინალი

17 წლით პატიმრობა მიესაჯა პირს, ვინც ბათუმში, სამორინეში 1 ქალი მძიმედ დაჭრა, მეორე მოკლა

0 კომენტარი
ფოტო: საია

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.უ. დამნაშავედ ცნო. მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"დადასტურდა, რომ 2018 წლის 24 ნოემბერს ღამით, ბათუმში, სამორინე "პრინცესაში" ლ.უ.-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, უზბეკეთის მოქალაქე ორ ქალს ი.ზ. -ს და ხ.მ. -ს დანით ჭრილობები მიაყენა: ი.ზ.-ს გულმკერდის და ფეხის არეში, ხოლო ხ.მ.-ს სახისა და სხეულის არეში ხუთი ჭრილობა. მიღებული დაზიანებების შედეგად ი.ზ.შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა" - აცხადებს პროკურატურა.

ლ.უ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები