გაერთიანებული სამეფო - რუსეთი

კრემლი დიდ ბრიტანეთს: ჩვენ არ შევცვლით ჩვენს ქცევას

დმიტრი პესკოვი და ვლადიმერ პუტინი
24 celebs

რუსული მედია სააგენტოების ინფორმაციით, 7 ივნისს კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭებაზე დიდი ბრიტანეთია პასუხისმგებელი და რუსეთმა უარი თქვა მოსკოვისადმი ლონდონის მოთხოვნაზე - საერთაშორისო ასპარესზე შეეცვალა მისი ქცევა.

"არა, ჩვენ არ შევცვლით ჩვენ ქცევას, რადგან რუსეთს სურს ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობები, რაც ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებაზეა დაფუძნებული," - აღნიშნა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

6 ივნისს ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის სპიკერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთს რუსეთთან მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება უკეთესი ურთიერთობა, თუ რუსეთი თავის ქცევას შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთს სერგეი სკრიპალის მოწამვლაში ადანაშაულებს.

2018 წლის 4 მარტს სერგეი და იულია სკრიპალები დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

მაისში, ორ თვეზე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს.

ივლისში უილტშირში, სოლსბერისთან ახლოს, ორი ადამიანი ასევე ნოვიჩოკით მოიწამლა. მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.

მათი მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

მიუხედავად იმისა, რომ მოწამვლაში მთავარი ეჭვმიტანილები GRU-ს აგენტები არიან, რუსეთი ორივე ფაქტთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს.

კომენტარები