ლანჩხუთი

შსს: ლანჩხუთში 20 წლის ახალგაზრდა დაჭრეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

შსს

ლანჩხუთში 20 წლის ახალგაზრდა კაცი დაჭრეს, შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მაგრამ ახალგაზრდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უწყებიც ცნობით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

მომხდარ ფაქტზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები