ვარსკვლავური წყვილები

ELLE: ბრედლი კუპერის და ირინა შეიკის დაშორებაში ლედი გაგა არაფერ შუაშია

0 კომენტარი

ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. უკვე დადასტურებულ ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალი People ავრცელებს.

წყვილის დაშორებაში ლედი გაგას წვლილი არ მიუძღვის, ამის სესახებ გამოცემა ELLE წერს.

გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ბრედლი კუპერსა და ლედი გაგას შორის, ფილმ A Star Is Born-ის დროს თუ გადაღებების დასრულების შემდეგ რომანტიკული არაფერი ყოფილა.

როგორც თავად ლედი გაგამ ჯიმი კიმელთან ინტერვიუში თქვა, იმას რასაც ხალხი ფლირტად აღიქვამდა მსახიობური ნიჭი ჰქვია, სულ ეს იყო რც მას და ბრედლი კუპერს სცენაზე აკავშირებდათ.

"ხალხმა დაინახა სიყვარული, იცით რატომ? იმიტომ, რომ სწორედ ეს გვინდოდა რომ დაგენახათ. სასიყვარულო ისტორიას მოგვითხრობს ფილმი და სიმღერაც ამაზეა, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამაზე, რომ ეს ყველაფერი ცოცხალად აღქმადი ყოფილიყო" - თქვა ლედი გაგამ ჯიმი კიმელთა გადაცემაში.

წყაროზე დაყრდნობით ELLE ასევე წერს, რომ ირინა შეიკმა იცოდა, რომ ლედი გაგა და მისი მეუღლე არტისტები არიან, მისთვის არ ყოფილა პრობლემა, თუ როგორ აღიქვამდასაზოგადოება მათ შორის "კავშირს", "გაგასაც და კუპერსაც მორგებული ჰქონდათ როლი, ისინი თამაშობდნენ, თუნდაც ოსკარის ცერემონიალზე" - ნათქვამია წყაროსთან ინტერვიუში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები