ამაღამ, საბურთალოს ნაწილს ელექტრომომარაგება რამდენიმე საათით შეუწყდება

Creative commons

ამაღამ, საბურთალოს ნაწილს ელექტრომომარაგება რამდენიმე საათით შეუწყდება. თელასის ცნობით, მიზეზი გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოებია.

კერძოდ, 01 საათიდან 04 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, შალვა ახალციხელის, დემეტრე თავდადებულის, სვანიშვილის და მირიანაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები