მეორე ტური მთაწმინდაზე

ცესკო გადასატანი ყუთის სიაში იმ პირებს სვამს, რომელთაც დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლიათ

საარჩევნო ბლოკი "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" მთაწმინდის ოლქში მეორე ტურთან დაკავშირებულ საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს. 

კერძოდ, მათი ინფორმაციით, იმ სიაში, რომელშიც მხოლოდ ის ამომრჩევლები არიან, რომლებიც გადასატან ყუთს საჭიროებენ, ცესკომ ისეთი ამომრჩევლებიც დაარეგისტრირა, რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლიათ. დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ, ჟურნალისტებს ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეოები წარუდგინა. 

ერთერთი ასეთი პირი ეთერ დანელიაა, რომელიც ხმას მე-18 უბანზე აძლევს. პარტიამ გადაიღო ვიდეო, სადაც ჩანს, რომ დანელია მაღაზიაში დამოუკიდებლად გადაადგილდება. საარჩევნო ბლოკის ცნობით, დანელიას ნათული ანა გელოვანი ქართული ოცნების აქტივისტია, რომელიც საქართველოს რკინიგზაში მუშაობს და მე-18 უბანზე ხმების მობილიზებაშია ჩართული. 

ერთერთი მათგანის ვიდეოს Facebook-ზე გიგი უგულავაც ავრცელებს. ვიდეოში ჩანს, რომ პირს, რომელიც ცესკოს გადასატანი ყუთების სიაშია, დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია. 



პირველი ტურის დასრულების შემდეგ გადასატანი ყუთის სიას 234 ამომრჩეველი დაემატა.

კომენტარები