ჰომოფობია

ლონდონში ლესბოსელი წყვილი ოთხმა მამაკაცმა სცემა

CNN

ლონდონში, ავტობუსში, ჰომოფობიურ ნიადაგზე ლესბოსელი წყვილი სცემეს და გაქურდეს, ამის შესახებ CNN წერს.

ერთ-ერთმა მსხვერპლმა, მელანია გეიმონატმა თავდასხმის შემდეგ გადაღებული ფოტო საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ წყვილის ტანისამოსი და სხეულის ნაწილები სისხლითაა მდასვრილი. შემთხვევა 30 მაისს მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, წყვილს თავს 4 მამაკაცი, ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა. მათივე ცნობით, თავდასხმელებმა ქალებს რამდენჯერმე დაარტყეს, გაქურდეს და გაიქცნენ.

დაზარალებულებიდან ერთ-ერთი ყვება, რომ მამაკაცები თავს მას შემდეგ დაესხნენ, როდესაც იგი თავის შეყვარებულს კოცნიდა.

კომენტარები